იხცოვრე კომფორტულად -->
სახლის გაფორმება ფენგშუის პრინციპებით
სახლის გაფორმება ფენგშუის პრინციპებით

ფენშუის მიხედვით, სახლს წარმატებისთვის სჭირდება აქტიური ენერგია. ამისთვის ინტერიერი უკეთესი იქნება გავაფორმოთ ფენშუის პრინციპებით. ამ მეთოდის გამოყენებით სახლი აივსება მხიარულებითა და ჰარმონიით.

ფენშუის მეთოდებით სახლის მორთვა არ ნიშნავს ზენური (ბუდისტური) სტილით მორთვას. ეს ნიშნავს შექმნა შენი სპეციფიკური აქტივობებისთვის საუკეთესო ენერგია. ეს სტილი ხელს შეუწყობს მიზნების მიღწევას სიყვარულში, გართობასა და ბედნიერი კერის შექმნაში.

ფენშუის პრინციპებით მორთვა განსხვავდება ტრადიციული მორთვისგან. სახლის მოწყობამდე აუცილებელია გავწმინდოთ სახლი ძველი ენერგიისგან და შევქმნათ ნათელი ენერგია. საიტნერესოა, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს???

ეს ნიშნავს სახლი გაწმინდო აურზაურისგან. არეული სახლის მორთვა არ გამოიწვევს ემოციებს და გრძნობებს, რაც ფენშუის თვალსაზრისით საწყისია. ამის შემდეგ კი შესაძლებელია დაიწყოთ სახლის მორთვის პროცესი.

საფეხური 1. „ჩი“-ის (ფენშუის ენერგიის) ორი აუცილებელი ელემენტია სუფთა ჰაერი და კარგი სინათლე. ეს მიიღწევა სახლის გაწმენდით.

საფეხური 2. მოხაზე ფენშუის რუკა ანუ ბაგუა. მასზე აღნიშნე სპეციალური ოთახები, სასურველი ფერები, გამოსახულებები, ავეჯის განლაგება და სხვა ინტერიერისთვის საჭირო ელემენტები.

საფეხური 3. დადებითი ენერგიის შექმნისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ რომელ ფერს გამოიყენებთ. მაგალითად, თუ თქვენი სტიქიური ნიშანია ცეცხლი,  ფენშუის მიხედვით მისი ფერებია - წითელი, სტაფილოსფერი, ნაცრისფერი, ვარდისფერი, მუქი ყვითელი. თქვენითვე განსაზღვრეთ რომელი ფერი მოქმედებს უკეთ თქვენს დადებით ენერგიაზე.

საფეხური 4. განსაზღვრეთ კარგი ნივთები, რომლებიც თქვენს  სახლს სჭირდება. შეიძლება გქონდეთ ძალიან ბევრი ნივთი ან გჭირდებოდეთ ლამაზი შადრევანი, სარკე და სხვა ფენშუის ნივთები. ფენშუის მიხედვით, ყველა ნივთს სიმბოლური დატვირთვა აქვს.

საფეხური 5.  ნივთებისთვის პოზიციის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა შეირჩეს ფენშუის იღბლიანი მიმართულება, რომელიც ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. მნიშვნელოვანია სახლის ცენტრში მოექცეს დიდი სურათი, რადგან ყველა ოთახში შეიქმნას საუკეთესო ფენშუის ენერგია.

მიყევით აღნიშნულ საფეხურებს, თუ ფენშუის პრინციპების მიხედვით გადაწყვეტთ სახლის ინტერიერის მოწყობას. გაარკვიეთ თქვენთვის რომელი ფერი, ადგილი, ნივთი ქმნის დადებით ენერგიას და შეუდექით სახლის გაფორმებას.

 

სალომე თოფურია