იხცოვრე კომფორტულად --> ფენგ შუი
Feng Shui
 Feng Shui

ფენშუი ძველი ჩინური სწავლებაა, რომელიც გვასწავლის როგორ ვიპოვოთ და გამოვიყენოთ ბუნების ენერგიის წყარო. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს სწავლება 2000 წლისაა, ზოგის მიხედვით კი 5000წლის. ფენშუი სიტყვასიტყვით ნიშნავს Feng - ქარს, Shui კი წყალს. ქარს გადააქვს და ავრცელებს ენერგიას, წყალი კი აჩერებს და აგროვებს მას

.ეს არის ტრადიციული ჩინური კონცეფცია, რომელიც ადამიანს გარემოსთან აკავშირებს. მისი მიზანია ადამიანის ჰარმონიული ცხოვრება. ჩინელებს ღრმად სწარმდათ „ჩი“-ს, რომელიც მათი ცხოვრების ყველა ასპექტში არსებობდა. ეს არის ტერმინი უნივერსალური ენერგიისა, რომლის  გაზომვა ძალიან რთულია. ის აღწევს ჩვენს სახლში, ფიზიკურ გარემოში, ხეებში და ყველა ადამიანში. „ჩი“ შეიძლება გაიყოს დადებით და უარყოფით ენერგიად. 

ფენშუისათვის მნიშვნელოვანია ფერი. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გზა ენერგიის მოსაზიდად და დადებითი ფენშუის შექმნისათვის. თითოეული ფერი გამოხატავს ფენშუის ელემენტებს. ფერი ადამიანს ეხმარება შეარჩიოს ჰარმონიული და იღბლიანი გარემო.

ფენშუის ელემენტების გამოყენებით იქმნება გარემო, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. მისი ელემენტებია :  წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და რკინა, რომლებსაც თავისი სიმბოლური დანიშულება აქვთ.

  • ხე - სიმბოლოა ზრდისა და განვითარების;
  • ცეცხლი - ადამიანის აქტივობა,სიცოცხლე და ინტელექტია;
  • მიწა - დაკავშირებულია ადამიანის ბედნიერებასთან, ოჯახურ სტაბილურობასთან და თავდაჯერებულობასთან.
  • რკინა - ფინანსური წარმატება;
  •  წყალი - სიმბოლოა სიუხვის.


ამ ელემენტების გამოყენება ხდება თანამიმდევრულად: ცეცხლი ხეს წვავს, ხე წყალს ისრუტავს, წყალი რკინას ჟანგავს, რკინა მიწისგან გამოიყოფა და მიწა ცეცხლს აქრობს. ეს ელემენტები განთავსებულია სახლის სხვადასხვა ნაწილში და ხელს უწყობს „ჩი“-ს დადებითი ენერგიის დაგროვებას.

გარდა ამისა, ფენშუის პრინციპები აერთიანებენ ჩინური კომპასის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებს. კომპასის თავში მდებარეობს სამხრეთი, შუაგულში კი მოთავსებულია “ შუა სამეფო“. თითოეულ მიმართულებას თავისი სიმბოლო და ახსნა გააჩნია.

სამხრეთის მიმართულება (ზაფხული) შეესაბამება სითბოსა და სიცხეს. მისი სიმბოლო წითელი ფენიქსი - სრულქმნილების ნიმუშია. იგი გამოხატავს სილამაზეს და ღვთაებრიობას.

ჩრდილოეთიდან (ზამთარი) მოდის სიცივე, თოვლი და სიბნელე. მისი სიმბოლოა შავი კუ, რომელიც გამოხატავს ხანგრძლივ ცხოვრებასა და გამძლეობას.

აღმოსავლეთის მიმართულება (გაზაფხული) მდებარეობს კომპასის მარცხენა მხარეს. ის შეესაბამება გაზაფხულის სეზონს, ლურჯ ზღვასა და განტვირთვას (ახალ განვითარებას). მისი სიმბოლური ცხოველია ცისფერი (ლაჟვარდისფერი) დრაკონი, რომელიც სიდიადისა და მშვენიერების გამოხატულებაა.


დასავლეთი (შემოდგომა) შეესაბამება დათოვლილ მთას. მისი სიმბოლოა თეთრი ვეფხვი, რომელიც მამაცობისა და სიმტკიცის გამოხატულებაა.

ფენშუის დედააზრია გაარკვიოს სად არის ყველაზე ხელსაყრელი ენერგიის ნაკადები და შეიმუშაოს ახალი „ჩი“, რომელსაც ძველს შემატებს. ამისთვის ის ანალიზს უკეთებს ლანდშაფტებს, სახლებს, ოფისებს, ბაღებს, მიწას და სხვა ადგილებს. ჩინეთის დიდი კედელი სწორედ ფენშუის პრინციპის გათვალისწინებითაა აშენებული. კედელი არის მრუდხაზიანი, რათა შენარჩუნებული იყოს უნივერსალური ენერგია (ჩი).

ფენშუი უფრო და უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა ქვეყნებში, რაზეც ჩინეთმა იქონია გავლენა. დღეისთვის არსებობს ძალიან ბევრი ფენშუის კონსულტანტი. ეს არის სწრაფად მზარდი ბიზნესი.

 

სალომე თოფუქია