ხარჯე გონივრულად -->
როგორ დავზოგოთ ფული?!
როგორ დავზოგოთ ფული?!

ახალი ნივთის შეძენა ყოველი ჩვენგანისთვის სასიამოვნოა. მიუხედავად ამისა, მუდმივად აღვნიშნავთ, რომ ტანსაცმელზე, აქსესუარებზე და სხვა საჭირო თუ არასაჭირო ნივთებზე ბევრ ფულს ვხარჯავთ. SaleSpy-ი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაზოგოთ თანხა. 

ჩამოწერეთ საყიდლების სია.
წესი ასეთია: თქვენ არ გაქვთ უფლება ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომელიც სიაში არ არის. ეს პროცესი დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ რა გჭირდებათ ნამდვილად და რა არა.

წაიღეთ საჭირო რაოდენობით თანხა.
თქვენ არ შეგიძლიათ დახარჯოთ ფული, რომელიც არ გაქვთ. საყიდლებზე გასვლამდე, ფულის ის რაოდენობა იქონიეთ თან, რამდენიც საკმარისი იქნება სასურველი ნივთების შესაძენად. 

შეადარეთ მაღაზიები ერთმანეთს.
მაგ.: თუ გსურთ ახალი თამაშის ყიდვა, ეგრევე ნუ იყიდით. დაათვალიერეთ ვიდეო თამაშების მაღაზიები, ნახოთ ფასები და შეადაროთ ერთმანეთს. ასეთ დროს, შესაძლებელია უფრო მეტად სასურველი თამაში აღმოაჩინოთ, რომელზეც ინფორმაცია არ გქონდათ. 

ყოყმანის დროს დატოვეთ მაღაზია.
ფიქრობთ იყიდოთ თუ არა?! ასეთ დროს დატოვეთ მაღაზია. თუ გადაწყვეტთ რომ ეს ნივთი ნამდვილად გჭირდებათ, დაბრუნდით და იყიდეთ. დიდია თანხის დაზოგვის შანსი, რითაც ბედნიერი დარჩებით. 

სწორად შეარჩიეთ თანამგზავრი.
ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს საყიდლებზე სიარული და ფულის ხარჯვა. იმის მაგივრად, რომ საყიდლებზე ასეთ მეგობართან ერთად წახვიდეთ, უმჯობესია დაურეკოთ სხვას, რომელიც გირჩევთ რაიმე უკეთესს. დაიმახსოვრეთ, რომ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ მეწყვილე. 

დაათვალიერეთ შემოთავაზებები ონლაინში.
თუ მუშაობთ, ხართ დაღლილი ან არ გაქვთ დრო საყიდლებზე სასიარულოდ, საუკეთესო საშუალებაა შემოთავაზებებს ონლაინში გაეცნოთ. მაგ.: SaleSpy-ის გვერდი ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ. ტანსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა, ჯანმრთელობა, თავის მოვლა - აირჩიეთ ნებისმიერი კატეგორია და გაეცანით სიახლეებს. განსაზღვრეთ სასურველი პროდუქტი, შეადარეთ ფასები ერთმანეთს და მიზნობრივად წადით ნივთის შესაძენად. ფულთან ერთად დაზოგეთ დრო და ენერგია. 

ნუ შეცდებით ფასდაკლებებზე. 
ახალბედა მყიდველი ყიდულობს რაიმეს არა საჭიროების, არამედ დაბალი ფასის გამო. თანხას მნიშვნელობა არ აქვთ, თუ შენაძენი არ გამოგადგებათ. ფასდაკლების დროს, განსაკუთრებულად თუ არ გსურთ რაიმეს შეძენა, დატოვეთ მაღაზია და უკან დაბრუნდით. 

იყიდეთ სეზონის ბოლოს.
საცურაო კოსტუმი უფრო იაფია ზამთარში, ხოლო თბილი პიჯაკი - გაზაფხულზე. დაგეგმეთ სავაჭრო გეგმა რამდენიმე თვით ადრე, რომ აღმოაჩინოთ საუკეთესო შემოთავაზება. თუმცა, ეს არ ნიშნავს ისეთი ნივთის ყიდვას, რომელიც მომავალ წელს მოდიდან გადავა.

SaleSpy-ის მიერ მოცემული რჩევები ვიმედოვნებთ გამოგადგებათ და ხელს შეგიწყობთ ფულის დაზოგვაში. ერთი რამ ყველას საერთო გვაქვს: ფულს ვზოგავთ იმისთვის, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგ.: ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა,  ზოგისთვის - განათლება, ბიზნესი და ა.შ.

 

 

სალომე თოფურია
მსგავსი სტატიები