იხცოვრე კომფორტულად -->
ფენშუის სიმბოლოების განმარტება
ფენშუის სიმბოლოების განმარტება

ტრადიციული თუ კლასიკური ფენშუის სკოლა ბევრ სიმბოლოს იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის. სიმბოლო -  ეს არის გარკვეული გამოსახულება ენერგიისა. ზოგიერთი ფენშუის სიმბოლო კარგად ცნობილია, მაგალითად ბუდა - სიმბოლო მშვიდობისა და ჰარმონიულობის.
ზოგიერთი კი, როგორიცაა დრაკონი კუს, ნაკლებად ცნობილია. დაბლა წარმოდგენილია სიმბოლოების განმარტებები, რომლებიც ძალიან საინტერესოა.

ცხენი.
კლასიკური ფენშუის მიხედვით, ცხენს ენერგია, წარმატება, დიდება და თავისუფლება მოაქვს. იგი ფენშუის ცეცხლის ელემენტია.  ცხენის სურათს ან ქანდაკებას ხშირად იყენებენ ბიზნესსა თუ ოფისში, როგორც ფენშუის სიმბოლო.

პეპელა.
ფენშუისთვის პეპელა და ჩიტი სიმბოლურად გაიგივებულია. ორივე თავისუფალი ფრენის გამოხატულებაა.  პეპელა აღნიშნავს სიყვარულსა და რომანტიკას.ფენშუისთვის ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სიმბოლო მარტოხელა ადამიანებისთვის. რეკომენდირებულია პეპლის ნახატების, სურათების ან დეკორაციების განთავსება ბაგუას სიყვარულისა და წარმატების, ბავშვებისა და შემოქმედების მხარეში.
პეპლის სიმბოლო  მოთხოვნადია. მას შეაქვს შემოქმედებითი ენერგია ადამიანის ცხოვრებაში.

ყვავილები.
გარდა სილამაზისა და მოხდენილობისა, ყვავილებს მოაქვთ ბედნიერება. მათ იყენებენ სილამაზის, გრაციოზულობისა და სიკოხტავის აღსანიშნავად. ფენშუის მიხედვით, ყვავილების სიმბოლური დატვირთვა განსხვავდება მათი ჯიშების მიხედვით.

ტყი ყაყაჩო (პეონი) -
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ყვავილია საუცხოო სურნელით.ის გამოხატავს სიყვარულსა და რომანტიკას. ძალიან ხშირად იგი ქალის სილამაზეს უკავშირდება.

ლოტოსი.  
იგი სიმბოლურად ზღვრულ სრულყოფილებას გამოხატავს. ჩინურ მედიცინაში მას სამკურნალო თვისებები აქვს, სწოდ ამიტომ, იგი ჯანმრთელობასთან  ასოცირდება.

ორქიდეა.
სიუხვე, სრულყოფილება, სულიერი ამაღლება, სილამაზე და სიწმინდე - ყოველივე ამას აღნიშნავს ფენშუის ორქიდეა.

ჩიტები.
ფრინველების ყურებისას იგრძნობა შთაგონება და თავისუფლება. მათ აქვთ უნივერსალური ენერგია. ფენშუისთვის ფრენის უნარი ასოცირდება ცასთან ახლოს ყოფნის უნართან. ყვავილების მსგავსად, მათი სიმბოლური დატვირთვა განსხვავდება სახეობების მიხედვით.

მტრედები.
ისინი მშვიდობის ყოვლისშემცველ ენერგიას ფლობენ. ერთი ჩინური ლეგენდა ადასტურებს, რომ იმპერატორის კარზე მტრედებს დიდი პრივილეგია ჰქონდათ, რადგან მათი ღუღუნი დამამშვიდებლად მოქმედებდა. ფენშუის მიხედვით, მტრედის სიმბოლო ხელს უწყობს ქორწინების შენარჩუნებას.

კაჭკაჭი.
ეს ფრინველი ასოცირდება მხიარულებასთან, დღესასწაულთან და ბედნიერებასთან. გარდა ამისა, ის დაკავშირებულია ბედნიერ ოჯახთან. ანტიკურ ჩინეთში, კაჭკაჭის მოფრენა ნიშანი იყო ახალი შესაძლებლობების, საქმისა და სასიყვარულო თავგადასავლისა.

ფარშევანგი.
მას მომაჯადოვებელი სილამაზე აქვს, მისი ფერები კი აჰიპნოზებს ადამიანს. იგი ფენშუის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელიც გამოხატავს სილამაზეს, სიყვარულს და მიმზიდველობას. იგი მარტოხელებს ეხმარება თანამგზავრის პოვნაში.

თევზები.
აკვარიუმი ძლიერი საშუალებაა ბარაქიანი და მდიდარი ენერგიის მოსაზიდად. დადებითი ჩისთვის აუცილებელია ადგილის სწორად შერჩევა და მისი მოვლა. აკვარიუმი გამოირჩევა ჰარმონიული კომბინაციით. აქ ფენშუის  ხუთვე ელემენტია დაბალანსებული.

დრაკონის კუ.
კუები ღვთაებრივი ცხოველები და ფენშუის მცველები არიან. დრაკონი კუ არის ჩინური ლეგენდის სიმბოლო, დრაკონის თავითა და კუს სხეულით. ამ ტიპის კუს პირით მონეტა უჭირავს, ზურგზე კი პატარა კუ აზის. სიმბოლურად დრაკონი წარამტებაა, კუს სხეული - ხანგრძლივი ცხოვრება, პატარა კუ - ახალი წამოწყება და ნაყოფიერება, მონეტები კი სიმდიდრე. (ბარაქა)

ოქროს გოჭები.
წყვილ ოქროს გოჭებს ოჯახისთვის წარმატება და ბედნიერება მოაქვს. ეს არის სიმართლისა და შემწყნარებლობის  გამოხატულება. ოქროს გოჭები ხასიათდებიან ინიციატივითა და მონდომებით. ფენშუის ეს სიმბოლო წარამტების მომტანია მათთვის, ვინც იწყებს ბიზნესს ან ქმნის ახალ კერას.

ქაი ლინ (Chi Lin)
ფენშუის დამცველ სიმბოლოებს შორის ეს გამოირჩევა მაღალი მეფური სტატუსით. ქაი ლინი არის მისტიკური ჩინური არსება დრაკონის თავით, ცხენის სხეულით და კობრა თევზის ფარფლებით. მას მოაქვს ძლიერი და დაცული ენერგია ჯანმრთელობისთვის. ეს სიმბოლო სახლს იცავს ბოროტი სულებისგან.

ქაი ლინი
ქაი ლინის გამოყენება შესაძლებელია სუვენირად, სანიშნად ან თუნდაც ბრელოკად.

როგორც ჩანს, ფენშუის სიმბოლოებს აქვთ მდიდარი, სპეციფიკური კულტურული ისტორია და მნიშვნელობა. ისინი საუკუნეების წინ გამოიყენებოდა და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.  მათი გამოყენებით გროვდება დიდი ენერგია, რომელიც მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, შთაგონებასა და წარმატებაზე.

 

სალომე თოფურია