ადამიანი და ცხოველები -->
ბავშვები და შინაური ცხოველები
ბავშვები და შინაური ცხოველები

შინაური ცხოველები და ბავშვები. ეს არის თემა, რომელზეც მშობლები ხშირად კამათობენ. ზოგი ამტკიცებს, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის სასაგებლოა, რადგან ისინი ვინც შინაური ცხოველების გარემოცვაში იზრდებოდნენ კეთილ, ჰუმანურ და მშვიდ ადამიანებად ყალიბდებიან. ზოგს კი მიაჩნია, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების ერთად ყოლა, რადგან ისინი ალერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენენ.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებზე დადებითად მოქმედებს. მათი მტკიცებით, ცხოველზე ზრუნვით ბავშვი სწავლობს პასუხისმგებლობის აღებასა და მზრუნველობას.  ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც შინაური ცხოველების გარემოცვაში იზრდებოდნენ უფრო კომუნიკაბელურები არიან, მარტივად ურთიერთობენ თანატოლებთან და უფრო კარგადაც სწავლობენ.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ცხოველის შესაძენად ბავშვისთვის საუკეთესო ასაკია 5-6 წელი.  ამ დროს პატარა უკვე მზად არის იზრუნოს მის მეგობარზე. შინაური ცხოველების ყოლა  სასურველია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მშობლებთან მცირე დროს ატარებენ.

თუმცა ბავშვებისთვის ყველა ცხოველთან ურთიერთობა არ არის რეკომენდებული. მეცნიერებმა შეადგნეს სია იმ ცხოველებისა, რომელთა ყოლაც სასურუველია ოჯახებში:

  • ზაზუნა
  • წიწილა
  • კურდღელი
  • თევზები
  • ძაღლი
  • კატა
  • პონი
  • ტალღოვანი თუთიყუში
  • ზღვის გოჭი
  • ქრცვინი (მღრღნელი). 


 დრო გადის და სტერეოტიპები იმსხვევა. ჯანრმთელობასთან დაკავშირებული შეხედულებები, რომლებიც ჩვენ წინაპრებს სწორედ მიაჩნდათ დღეს მეცნიერთა გადახედვას საჭიროებს. ბევრი აქამდე არსებული სტრეოტიპი უკვე დაიმსხვრა, თუმცა მშობლებს უჭირთ სპეციალისტების ახლებური ხედვის გაზიარება და  ათვისება. ამიტომ შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, იგი განიცდის იმავე გრძნობებს, რომლებიც ადამიანისთვის არის დამახასიათებელი“.  

გასათვალისწინებელია, რომ შინაური ცხოველები სისტემატიურ მოვლასა და მზრუნველობას საჭიროებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიძლება საშიშნიც აღმოჩნდენ თქვენი პატარების ჟანმრთელობისთვის.

მიეცით თქვენ პატარებს უფლება ყავდეთ მათთვის სასურველი შინაური ცხოველი.  მეცნიერთა გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს მათ ფსიქიკასა და მომავალზე. 

თამარ დემეტრაშვილი
მსგავსი სტატიები