ჯანსაღი ცხოვრების წესი -->
ადრე ადგომის პრიორიტეტები
ადრე ადგომის პრიორიტეტები

1. სწორედ დაგეგმავთ დღეს. 
დღის დაგეგმვა დაგეხმარებათ გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ საჭირო დროის გამონახვა გიჭირთ. გადახაზვის პრინციპი საუკეთესო საშუალებაა ასეთი საქმეების გასაკეთებლად.  

 

2. გაატარებთ მეტ დროს საკუთარ თავთან.

ბევრი ადამიანი ვერ აღწევს წარმატებას, მხოლოდ იმიტომ რომ უჭირს ერთ საქმეზე ფოკუსირება. დილას ადრე ადგომით, თქვენ მეტ დროს გაატარებთ საკუთარ თავთან, დაფიქრდებით და ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სწორედ განსაზღვროთ პრიორიტეტები.


 

 

3. ივარჯიშეთ.

ცნობილია, რომ ვარჯიშის დროს ორგანიზმში ენდორფინები გამოიყოფა. თუ თქვენ ყოველ დილას ივარჯიშებთ, ორგანიზმში გამოყოფილი ენდორფინები და ენერგია ბევრად შრომისუნარიანსა და პოზიტიურს გაგხდით.



 

 

4.  ხელახლა მიეჩვიეთ საუზმეს.
ჩათვალეთ, რომ საუზმე ენერგიისთვის ისევე აუცილებელია, როგორც მანქანისთვის ბენზინი.  დღის განმავლობაში მიღებულ საკვებს შორის ყველაზე აუცილებელი არის საუზმე. გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ საუზმის გამოტოვება ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანრმთელობაზე.

 

 


 

5. ასე იქცევიან მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები.
„New York Magazine“ -ის ერთ-ერთ სტატიაში ჩამოთვლილი იყო იმ ცნობილი და წარმატებული ადამიანების სახელები, რომლებიც თავიანთ დღეს დილას ადრე ადგომით იწყებდნენ.

მაგალითისთვის ავიღოთ ტიმ კუკი (კომპანია Apple-ის დირექტორი) და ჯეკ დორსი (Twitter-ის დამფუძნებელი)მთავარია დავფიქრდეთ და გავიხსენოთ რამდენი რამის გაკეთებას ვგეგმავთ, დროის სიმცირის გამო კი არ გამოგვდის. შემდეგ კი გავიაზროთ რამდენი მათგანის შესრულებას შევძლებთ, თუ კი 2-3 საათით ადრე მაინც ავდგებით.

 

6. ყოველთვის იქნებით 2 ნაბიჯით წინ.
დილას ადრე ადგომის ჩვევა დაგეხმარებათ ხელახლა აღმოაჩინოთ თქვენი პოტენციალი. ეს დაგიბრუნებთ და აგიმაღლეთ თვითშეფასებას და შეძლებთ გააკეთოთ ის რისთვისაც სხვებს დრო არასოდეს ყოფნით.

და ბოლოს..  თუ მიეჩვევით, რომ გაიღვიძოთ ჩვეულზე 2 საათ ნახევრით ადრე. მაშინ ყოველდღიურად გაგიჩნდებათ 150 დამატებითი წუთი, რაც არის 17 საათი -  კვირაში, 70 საათი თვეში და 840 საათი - წელიწადში. 

არჩევანი თქვენზეა.

 

 

თამარ დემეტრაშვილი