აქსესუარები -->
საათის შექმნის ისტორია და მისი გავლენა
საათის შექმნის ისტორია და მისი გავლენა

დრო გადის და ყოველდღიურად მსოფლიო ახალ - ახალ გამოგონებებს ეცნობა. თუმცა საათი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოგონებად რჩება. საათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გარდა ამისა ადამიანის იმიჯზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საათების ფორმა და დიზაინი ასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა.

პირველი საათი, რომელიც ადამიანმა გამოიგონა იყო მზის. თუმცა მთავარი მინუსი ღრუბლიან ამინდსა თუ დახურულ სივრცეში მისი გამოუსადეგრობა იყო. ამის შემდეგ, დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ შეიქმნა პირველი წყლის საათი ანუ კლეპსიდორი
  
მზის საათი

ზუსტად არავინ იცის პირვეილი მექანიკური საათი როდის შეიქმნა, თუმცა წყაროებში ის მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. მექანიკური საათის გამომგონებლად ითვლება კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა. 

თავდაპირველად მაჯის საათებს ქალბატონებისთვის ქმნიდნენ. მამაკაცები კი მხოლოდ ჯაჭვზე დაბმული საათით შემოიგარგლებოდნენ, რადგან მაჯის საათი ცუდ ტონად ითვლებოდა. თუმცა მოგვიანებით, პირველად CARTIER- მ შექმნა მაჯის საათი მფრინავებისთვის, რომელიც დროთა განმავლობაში პოპულარული გახდა.

ჯიბის საათი

დღესდღეობით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საათის ბრენდსა და ხარისხს. ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანის იმიჯზე. გავლენიანი ადამიანებისთვის ძვირფასი საათები განუყოფელი ნივთია.  

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მაჯის საათია Frank Muller – Chornograph minute repeater, რომელიც  2 300 000 დოლარადაა შეფასებული. ის მთლიანად თეთრ ოქროშია ჩასმული და უამრავი ფუნქცითაა აღჭურვილი.

ფრენკ მიულერი

მსოფლიოში კიდევ არის რამდენიმე საათი, რომლებიც საერთოდ შეუფასებელია და ორჯერ აღემატება მიულერის ფასს,  თუმცა ისინი სერიული წარმოების არაა და არც შესყიდვას ექვემდებარება.

დრო გადის და საათების ფორმა, დიზაინი და მექანიზმი სულ იფრო იხვეწება. რსებობს მზის, წყლის, ქვიშის, მექანიკური და ციფრული საათები. სპორტული თუ კლასიკური სტილის. საათების დიზაინი, ხარისხი და ღირებულება საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი და ისინი ადამიანის ხასიათს, გემოვნებასა ცხოვრების სტილს გამოხატავენ.

თამარ დემეტრაშვილი
მსგავსი სტატიები