ქალი და მამაკაცი -->
ცოლიანი კაცის გულახდილი წერილი
ცოლიანი კაცის გულახდილი წერილი

„მე მინდა ვაღიარო, რომ ერთ ქალს ვხვდები იმის მიუხედავად, რომ ცოლიანი ვარ. ის წარმოუდგენლად ლამაზია, ჭკვიანი, ძლიერი და მშვენიერი. მე მსიამოვნებს მასთან ერთად კაფეში ყოფნა, კინოსა თუ გამოფენებზე სიარული, ან თუნდაც იმის გამეორება თუ როგორი ლამაზია.

არ შემიძლია გავიხსენო ბოლოს როდის ვიყავი მასზე გაბრაზებული 5 წუთით მაინც. როგორი მძიმე დღეც არ უნდა მქონდეს, მისი ღიმილი მაშინვე ყველაფერს მავიწყებს და ჩემი დღეც ისეთივე მშვენიერი ხდება, როგორიც თვითონ ის არის. ხანდახან სურპრიზებს მიკეთებს და განსაკუთრებულ კერძებს მიმზადებს. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ მას შევხვდი, იმის მიუხედავად რომ ცოლიანი ვარ.

შენც გირჩევ სცადო. მაშინვე იგრძნობ, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და დიდ ბედნიერებას იგრძნობ. და საერთოდ ოდესმე იფიქრებდი, რომ ქალი რომელსაც მე ვხვდები ჩემი ცოლი იქნებოდა?

თუ ცოლი გყავს, იცოდე, რომ შენი ცხოვრება ამით არ დამთავრებულა. მე მინდა და ვაპირებ, რომ გავაგრძელო მასთან ერთად პაემანზე

სიარული, იმის მიუხედავად რომ დიდი ხანია მასზე დავქორწინდი. მე არ მეკარგება იმის სურვილი, რომ დაუსრულებლად ვიბრძოდე მისი გულის მოსაპოვებლად, იმის მიუხედავად რომ ერთხელ მითხრა „თანახმა ვარ“.

ჩემს გარშემო ხშირად ხდება, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობები დანგრევის პირასაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აღარ ცდილობენ ყოველდღე ხელახლა შეიცნონ ერთმანეთი. პაემანზე სიარულის გაგრძელებით, თქვენ ყოველ ჯერზე ხელახლა გაიცნობთ ერთმანეთს და მე ვერ ვხედავ ვერცერთ მიზეზს თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს ეს.

ის პირველი გრძნობა, რომ მუცელში პეპლები დაფრინავენ ზუსტად ისევე მეორდება, როგორც პირველი შეხვედრის დროს. ურთიერთობა და ერთმანეთის ინტერესი - ეს არის გასაღები ბედნერი ცოლ-ქმრული ურთიერთობისა. გახსოვდეთ არავის არ აქვს სურვილი ურთიერთობა ჰქონდეს ისეთ ადამიანთან, რომელიც მის მიმართ არანაირ ინტერესს არ გამოხატავს.

მე გირჩევ შენ რომ არ შეწყვიტო ცოლთან ერთად პაემანზე სიარული და სწრაფვა მისი გულის მოსაპოვებლად. დამიჯერე, ბედნიერება არ მთავრება სიტყვების შემდეგ „თანახმა ვარ“.



 

თამარი დემეტრაშვილი