თავის მოვლა --> ქალი
მკვდარი ზღვის პროდუქტების უპირატესობა
მკვდარი ზღვის პროდუქტების უპირატესობა

მკვდარი ზღვა ცნობილია თავისი სამკურნალო ტალახებითა და მინერალური ქვიშებით. ზღვის წყლისგან მოიპოვებენ სამკურნალო სულფიდის შლამს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა კანისათვის. ამ თვისებების გამო მკვდარი ზღვის კომპონენტებისგან აკეთებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს.

ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი მკვდარი ზღვის ჯადოქრული შესაძლებლობები. ის იმდენად ძვირფასი იყო, რომ მისი მოპოვებისათვის ბრძოლა კონფლიქტის მიზეზს წარმოადგენდა. თვით კლეოპატრაც კი გამოყენებდა ზღვის ტალახსა და მარილს თავისი „სილამაზის ბალზამის“ შესაქმნელად.



თანამედროვე ქალებს სურთ ჯანმრთელი და სუფთა კანი ჰქონდეთ. მათი მიზანია გამოირჩეოდნენ ახალგაზრდული იერით. ლეგენდარული დედოფალი და სხვა გამოჩენილი ქალბატონები არჩევანს სწორედ მკვდარი ზღვის კოსმეტიკაზე აკეთებენ. „სილამაზის ბალზამის“ ანალოგები ფასების მიხედვით ყველა ქალბატონისთვის მისაწვდომია.

მკვდარი ზღვის ნატურალური კოსმეტიკის შემცველობა ორად იყოფა: მინერალური მარილები და ტალახი. ყველაზე გავრცელებული და იაფი კოსმეტიკური პროდუქტებია აბაზანის მინერალური მარილი (კომპრესები, პილინგი) და ტალახი პაკეტებში (ნიღბები).
ამ ორი ძირითადი მასალით კოსმეტიკის მწარმოებლები უფრო რთულ კომბინაციებს ქმნიან: კრემები, ტონიკები, ნიღბები, სკრაბები, საპონი, შამპუნი და ასევე დეკორატიული კოსმეტიკა.

მკვდარი ზღვის მარილის კოსმეტიკა სასარგებლოა კანისათვის. მისი მინერალური შემადგენლობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას, წმინდავს კანს, ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე.

ამას გარდა, მკვდარი ზღვის კომპონენტებს ახასიათებთ გამაჯანსაღებელი ეფექტი და არჩენენ ბევრ კანის დაავადებას. ისეთებს როგორებიცაა: ალერგია, ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები და აშ.




მკვდარი ზღვის წყალში მაღალი კონცენტრაციის ქლოროვანი მარილებია: კალიუმი, ნატრიუმი, ბრომი, კალცი, მაგნიუმი. ზღვაში მარილის რაოდენობა 34-35%მდე მერყეობს, რაც 10-ჯერ მეტია სხვა ზღვებთან შედარებით.
კოსმეტიკის დამზადებისას, მკვდარი ზღვის ბუნებრივად სასარგებლო მინერალებს ემატება მცენარეული და ეთეროვანი ზეთები, რაც უფრო მეტად ზრდის მის ეფექტურობას. 

მკვდარი ზღვის პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელ"ემ ფარმა"-ში. 

ანა მესხიშვილი