რიჩის შესახებ

„SaleSpy” საინტერესო რომ ყოფილიყო შევქმენით დამხმარე აგენტი, რომელიც ორგანიზაციასა და მომხმარებელს კომუნიკაციას გაუადვილებდა. 

აგენტი გვინდოდა ყოფილიყო ცნობისმოყვარე, მრავალფეროვანი, გამოცდილი, ქარიზმატული და დადებითი პერსონაჟი. გამომდინარე აქედან, არჩევანი შევაჩერეთ რიჩიზე. (Rich ნიშნავს მდიდარს, მრავალფეროვანს).

იგი ჩვენი საიმიჯო გმირი და თითოეული სტუმრის პირადი აგენტია. რიჩის დახმარებით SaleSpy ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ახალ ფასდაკლებებსა და პროდუქტებს. იგი ხელს შეგვიწყობს სეგმენტირებული კვლევისა და გამოკითხვების ჩატარებაში, რაც პარტნიორ კომპანიებს დაეხმარება მომხმარებლის სურვილების უკეთ გაგებაში.

აგენტი რიჩი არა მხოლოდ ვირტუალური, არამედ რეალური პერსონაჟიცაა. ის სტუმრობს მაღაზიებს, კაფე-ბარებს, ესთეტიკურ ცენტრებს, ფიტნეს კულბებს..., მიღებულ შთაბეჭდილებებსა და რჩევებს კი უზიარებს მომხმარებელს SaleSpy-ის ბლოგზე, Facebook-სა და  Youtube-ზე.

ვიმედოვნებთ, რომ რიჩთან ერთად ფასდაკლებებისა და პროდუქტების ძიება თქვენთვის საინტერესო და სახალისო იქნება.
საუკეთესო სურვილებით,

SaleSpy-ის გუნდი!